Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ტერაქტის მსხვერპლს განსაკუთრებული უსაფრთხოების პირობებში იგონებენ


აშშ-ი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების პირობებში ტარდება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. 10 წლის წინ ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში განხორციელებულ კოორდინირებულ საავიაციო იერიშებს 3000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტის მე-10 წლისთავზე გაკეთებულ მიმართვაში, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე იყო ტერაქტამდე. „დღეს, ამერიკა უფრო ძლიერი, ხოლო ალ ყაიდა დამარცხების გზაზე დგას. ჩვენ ალ ყაიდას გავუმართეთ ისეთი ბრძოლა, როგორც არასდროს. ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში, განადგურებულია ალ ყაიდას უფრო მეტი ლიდერი, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს 11 სექტემბრის შემდეგ. და ჩვენი სამხედრო ძალების განსაკუთრებული მამაცობისა და სიზუსტის წყალობით, ჩვენ საბოლოო განაჩენი გამოვუტანეთ ოსამა ბინ ლადენს.“ ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ტერაქტისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღონისძიებების უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების პირობებში ჩატარება გამოიწვია, „სანდო მაგრამ გადაუმოწმებელმა ინფორმაცია“ ალ ყაიდას მხრიდან მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების სამზადისის შესახებ.
XS
SM
MD
LG