Accessibility links

logo-print

დევიდ კამერონს მოსკოვში მკაცრი პოზიციის გამოხატვისაკენ მოუწოდეს


დიდი ბრიტანეთის ოთხმა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს დევიდ კამერონს, რათა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო მკაცრი პოზიცია დაიკავოს რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედრის დროს. „სანდი ტაიმსში“ გამოქვეყნებულ კოლექტიურ წერილში აღნიშნულია მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის „პოლიტიკურად მოტივირებული“ დაპატიმრება, ადვოკატ მაგნიცკის ციხეში სიკვდილი და ჟურნალისტებისა და ბიზნესმენების მიმართ არსებული „მტრული დამოკიდებულება.“ კოლექტიურ წერილს ხელს აწერენ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები დევიდ მილიბენდი, მარგარეტ ბეკეტი, ჯეკ სტროუ და მალკოლმ რიფკინდი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა რუსეთში უნდა გამოსწორდეს მანამ, ვიდრე სრულად აღდგება ეკონომიკური თანამშრომლობა ლონდონსა და მოსკოვს შორის. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონის ვიზიტი პირველი რუსეთში მას შემდეგ, რაც ლონდონს ადა მოსკოვს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა კაგებეს ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის გამო.
XS
SM
MD
LG