Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი ტრიპოლიში ჩავიდა


იმ დროს, როდესაც ლიბიაში გრძელდება ბრძოლები მუამარ კადაფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს ლიდერი ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ჩავიდა. ეს არის მუსტაფა აბდელ ჯალილის პიორველი ვიზიტი ტრიპოლიში მას შემდეგ, რაც ლიბიაში ყოფილი ლიდერის 41 წლიანი მმართველობა დაემხო. ტრიპოლის აეროპორტში გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელმა გაერთანებისა და ურთიერთმიტევებისაკენ მოუწოდა ლიბიელებს, იმისათვის, რათა ქვეყანა აღორძინდეს. ჯალილის თქმით, ვიდრე კადაფი არ არის შეპყრობილი, ხოლო მისი მომხრეები კვლავა ინარჩუნებენ ქალაქებს ბანი ვალიდს, საბჰასა და სირტეს - რევოლუცია ლიბიაში ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. ამ ქალაქებზე იერიშები ოპოზიციის შეიარაღებული ძალების მხრიდან შაბათის განმავლობაში გრძელდებოდა.
XS
SM
MD
LG