Accessibility links

logo-print

ეგვიპტის სასამართლო ყოფილ თავდაცვის მინისტრს დაკითხავს


კაიროში ეგვიპტის ყოფილი ლიდერის სასამართლო პროცესზე ეგვიპტის მმართველი სამხედრო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი დაიკითხება. ჰოსნი მუბარაკს მასობრივი ამბოხების ძალით ჩახშობის მცდელობასა და ასობით დემონსტრანტის დახოცვაში ედება ბრალი. სამხედრო საბჭოს ლიდერს მოჰამედ ჰუსეინ ტანტავის, როგორც მოელიან, დახურულ კარს მიღმა დაკითხავენ, რამაც ეგვიპტის ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია. ღია და გამჭვირვალე სასამართლო პროცესი მუბარაკის დამხობის შემდეგ, ოპოზიციის მთავრი მოთხოვნა. მოჰამედ ტანტავი მუბარაკის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია, რომელსაც 29 წლის განმავლობაში ეკავა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტი. ჰოსნი მუბარაკის გადადგომის შემდეგ კი ტანტავი მმართველი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი გახდა.
XS
SM
MD
LG