Accessibility links

logo-print

თალიბანის თავდასხმისას ნატოს საგუშაგოზე 50 ჯარისკაცი დაიჭრა


2 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 50 ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა ავღანეთში, ნატოს საგუშაგოზე მომხდარ თავდასხმაში, რომელიც თალიბმა მებრძოლებმა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებით განახორციელეს. თავდასხმა ვარდაკის პროვინციაში შაბათს მოხდა. აფეთქებისას, რომელზეც პასუხისმგებლობა თალიბანმა ინტერნეტით გავრცელებული განცხადებით იკისრა, ნატოს არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა. ალიანსის წარმომადგენელთა თქმით, დანაღმული სატვირთო, რომლის ძარაზეც ასაფეთქებელი ნივთიერება შეშის ქვეშ იყო დამალული, საგუშაგოს ღობესთან მიახლოებისას აფეთქდა. თალიბანმა პირობა დადო, რომ განაგრძობს სასტიკი შეტევებს ნატოს ძალებზე და დაადანაშაულა აშშ-ი, რომელმაც 11 სექტემბრის ტერაქტი ქვეყანაში სამხედრო ინტერვენციის გასასამართლებლად გამოიყენა.
XS
SM
MD
LG