Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიიტებმა ერაყში ბრძანება მიიღეს, არ დაესხან თავს ამერიკელ სამხედროებს


რადიკალ შიიტთა ლიდერმა ერაყში, მოყტადა ალ სადრმა ბრძანება გასცა, რომ მისი მომხრეები არ დაესხან თავს ამერიკელ სამხედროებს წლის ბოლომდე, როდესაც ერაყიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა იგეგმება. განცხადებაში, რომლის შინაარსიც ფრანს პრესის სააგენტოს მოჰყავს, სადრი ხაზს უსვამს ამერიკული სამხედრო ნაწილების სრულ გაყვანამდე შეიარაღებული წინააღმდეგობის შეწყვეტის მნიშვნელობას ერაყის სრული დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში. თუმცა, განცხადებაში რადიკალ ერაყელ შიიტთა ლიდერი იმასაც ხაზს უსვამს, რომ შეტევები კიდევ უფრო "დიდი სისასტიკით განახლდება, თუკი ჯარების გაყვანა დადგენილ ვადებში არ მოხდება.“ სადრის განცხადება მოჰყვა აშშ-ის სამხედრო ძალების მთავარსარდლის, გენერალ რეი ოდიერნოს გაფრთხილებას, რომელშიც დაუშვებლად არის მიჩნეული დიდი რაოდენობის ამერიკული კონტინგენტის ერაყში დარჩენა ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. ოდიერნოს შეფასებით, მრავალრიცხოვანი კონტინგენტის დატოვება ერაყში შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც „ამერიკული ოკუპაცია.“
XS
SM
MD
LG