Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტელმა მოსამართლემ ტანტავის დაკითხვა გადადო


კაიროში ეგვიპტის ყოფილი ლიდერის სასამართლო პროცესზე გადაიდო ეგვიპტის მმართველი სამხედრო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის დაიკითხვა. მოსამართლემ მოჰამედ ჰუსეინ ტანტავის მოსმენა 24 სექტემბრისათვის გადადო. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო საბჭოს ლიდერის მოსმენა დახურულ სხდომაზე უნდა მომხდარიყო, რამაც ეგვიპტის ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია. ღია და გამჭვირვალე სასამართლო პროცესი მუბარაკის დამხობის შემდეგ, ოპოზიციის მთავრი მოთხოვნა იყო. მოჰამე ტანტავი მუბარაკის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია, რომელსაც 29 წლის განმავლობაში ეკავა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტი. ჰოსნი მუბარაკის გადადგომის შემდეგ კი ტანტავი მმართველი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი გახდა.
XS
SM
MD
LG