Accessibility links

საქართველოს საგარეო უწყება 9/11-ის მე-10 წლისთავს გამოეხმაურა


2001 წლის 11 სექტემბერს შეტევა განხორციელდა არა მარტო შეერთებული შტატებისა და მისი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ ჩვენი პლანეტის ყველა იმ ერისა და ადამიანის წინააღმდეგაც, ვისთვისაც ძვირფასია სიცოცხლე და თავისუფლება, ადამიანის უფლებები და დემოკრატია", - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, შეერთებულ შტატებზე დამიზნებით ალ-ქაიდას ტერორისტულმა ქსელმა იერიში მიიტანა თავისუფლებაზე, დემოკრატიასა და ადამიანურ ფასეულობებზე, რათა დაეთესა შიში, სიძულვილი და უიმედობა მთელ მსოფლიოში და შეეჩერებინა კაცობრიობის სვლა უკეთესი მომავლისაკენ. "2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის პირველივე წუთებიდან, საქართველო და ქართველი ხალხი შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხის გვერდითაა. ქართველი ჯარისკაცები ამერიკელი და სხვა მოკავშირეების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში ალ-ქაიდასა და მისი თანამზრახველების წინააღმდეგ. საქართველო თანაზიარია ყველა იმ გამარჯვებისა, რომელიც ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების სასარგებლოდ იქნა მოპოვებული 10-წლიანი ბრძოლის შედეგად", - ნათქვამია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG