Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მ სირიელი უფლებადამცველის მკვლელობა დაგმო


აშშ-მ დაგმო სირიის უშიშროების ძალების მიერ ცნობილი უფლებადამცველის ჰიატ მატარის მკვლელობა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ განცახდებაში. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ცნობით მატარი, რომელიც პრეზიდენტ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, უშიშროების ძალებმა 6 სექტემბერს დააკავეს. ის პატიმრობაში წამებით მოკლეს და მისი სხეული ნათესავებს შაბათს გადასცეს. სახელმწიფო დეპარტამენტი თავისმოხსენებაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს გადადგეს და შეწყვიტოს სისხლისღვრა.
XS
SM
MD
LG