Accessibility links

logo-print

ფრანგი იურისტი ჟაკ შირაკს კორუფციაში სდებს ბრალს


საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა აფრიკული ქვეყნების პრეზიდენტებისგან 20 მილიონი დოლარი აიღეს ქრთამად - ამის შესახებ რადიო Europe 1-ს განუცხადა ფრანგმა ადვოკატმა რობერტ ბურჟიმ. მისი თქმით ყოფილი ფრანგული კოლონიების ლიდერებისგან ქრთამის მიღების პრაქტიკა მანამდეც არსებობდა, თუმცა ის თავად მხოლოდ შირაკისა და დე ვილპენისათვის განკუთვნილი თანხების გადაცემაში მონაწილეობდა. შირაკი და დე ვილპენი უარყოფენ ბრალდებებს და რობერტ ბურჟის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ ცილისწამებისათვის.
XS
SM
MD
LG