Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილი ჰოკეისტი


გარდაიცვალა რუსი ჰოკეისტი ალექსანდრ გალიმოვი - ერთ-ერთი სულ ორი ადამიანიდან, ვინც ცოცხალი გადაურჩა ოთხშაბათს ქალაქ იაროსლავლთან მომხდარ ავიაკატასტროფას. შედეგად, 44-მდე გაიზარდა ავიაკატასტროფის მსხვერპლის რიცხვი. ერთადერთი გადარჩენილის - ეკიპაჟის წევრის მდგომარეობა, ექიმების განცხადებით, მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს შორის არის რუსეთში ჰოკეის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის, იაროსლავლის „ლოკომოტივის“ 36 მოთამაშე და მწვრთნელი, მათ შორის ბევრი უცხოელი ჰოკეეისტი. შაბათს იაროსლავლში 100 000-მდე ადამიანი დაესწრო სამგლოვიარო ცერემონიას, დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად.
XS
SM
MD
LG