Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ სტურუამ სპექტაკლზე მუშაობა დაიწყო


რეჟისორმა რობერტ სტურუამ სპექტაკლის "ნადირობის სეზონის " განახლებულ ვერსიაზე მუშაობა დაიწყო და დღეს მსახიობებს შეხვდა - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება. მას რუსთაველის თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამ განუცხადა, რომ თეატრალური სეზონი 23 სექტემბერს, სწორედ ამ სპექტაკლით უნდა გაიხსნას. რაც შეეხება რუსთაველის თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს, მისი დანიშვნის კანონიერ აუცილებლობას ვერ ხედავს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი. ნიკოლოზ რურუამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანონის თანახმად, თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელი შესაძლოა, საერთოდ არ ჰყავდეს, ამიტომ მისთვის ამ ეტაპზე არანაირი კანდიდატურა არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრმა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რობერტ სტურუა აგვისტოში გაათავისუფლა და მიზეზად დაასახელა რეჟისორის ქსენოფობიური გამონათქვამები.
XS
SM
MD
LG