Accessibility links

logo-print

ანქვაბი საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეული ალექსანდრე ანქვაბი საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს. სააგენტო აფსნიპრესთან ინტერვიუში ანქვაბმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და ვიცე-პრემიერების პოსტების შემდგომი არსებობის საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებებითა და პარლამენტის თანხმობით უნდა გადაწყდეს, რასაც დრო სჭირდება. ამასთან, ალექსანდრე ანქვაბმა აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში დაიწყება გარდაქმნები, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საკმაოდ ბევრ დავალებას მიიღებს გენერალური პროკურატურა.
XS
SM
MD
LG