Accessibility links

logo-print

გრიგოლ ვაშაძე დიპლომატების საქმიანობას დადებითად აფასებს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატების საქმიანობას დადებითად აფასებს, თუმცა, მათგან შესაძლებლობათა 100%-ის გამოყენებას მოითხოვს. ”ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები არ მცირდება, ამიტომ ის, რაც 2010 წელს გვაკმაყოფილებდა, 2012 წელს სრულიად მიუღებელი იქნება” - განაცხადა დღეს გრიგოლ ვაშაძემ თბილისში, ელჩების შეხვედრის გახსნამდე. მინისტრის თქმით, ამბასადორიალზე აქცენტრიებული იქნება დემოკრატიული რეფორმების და ეკონომიკური განვითარების გასაგრძელებლად საქართველოსთვის უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შექმნა, რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა, სამშვიდობო ოპერაცია და ინვესტიციების მოზიდვა. ვაშაძის თქმით, კიდევ ერთი მთავარი მიმართულება ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. უცხოეთში აკრედიტებული დიპლომატების სამდღიან შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. დღეს საღამოს ექვს საათზე დაგეგმილია ელჩების შეხვედრა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.
XS
SM
MD
LG