Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს 9-10 ნოემბერს ეწვევა


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხვა წევრები საქართველოს 9-10 ნოემბერს ეწვევიან - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობა ნატოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გრიგოლ მგალობლიშვილმა, რომელიც უცხოეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში აკრედიტებულ სხვა ელჩებთან ერთად მონაწილეობს თბილისში მიმდინარე ამბასადორიალში. მგალობლიშვილის განცხადებით, ნატოს მაღალჩინოსანთა ”მნიშვნელოვანი ვიზიტი ხაზს უსვამს, რომ ალიანსთან ინტერგაციის პროცესი დინამიურად და წარმატებულად მიმდინარეობს.” დღესვე საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში, უახლოეს მომავალში თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. თუმცა, მისი სტუმრობის კონკრეტული თარიღი დიპლომატს არ დაუსახელებია. კუდავას განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტისას განიხილება, რუსეთის მიერ სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შეუსრულებლობაა.
XS
SM
MD
LG