Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი დაიწყებს ბაქოსთან და თურქმენეთთან მოლაპარაკებას ნავთობსადენის შესახებ


ევროკავშირი აპირებს აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან მოლაპარაკებას ტრანსკასპიური გაზსადენის გაყვანის საკითხზე. ევროკავშირი 27-ვე წევრი შეთანხმდა, რომ ევროკომისიას დაევალება ბაქოსთან და აშხაბადთან მოლაპარაკების გაძღოლა. როგორც ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, გუნტერ ოტინგერმა განაცხადა, „ევროპა ახლა ერთი ხმით ლაპარაკობს“ და „ტრანს-კასპიური მილსადენი არის მასშტაბური პროექტი სამხრეთის დერეფანში, გაზის ახალი წყაროებით ევროპის მოსამარაგებლად“. ევროკავშირი ემხრობა ასევე „ნაბუკოდ“ წოდებული გაზსადენის გაყვანას, კასპიური გაზის ევროპაში გადასატუმბად.
XS
SM
MD
LG