Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში გახსნეს პირველი ატომური ელექტროსადგური


ირანში ოფიციალურად გახსნეს ამ ქვეყანაში პირველი ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსეთის დახმარებით აშენდა. ბუშერის საწარმო სამხრეთ ირანში მდებარეობს და გასულ თვეში ამუშავდა, რამდენიმეწლიანი დაგვიანების შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე მიიწვიეს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი, სერგეი შმატკო. როგორც შმატკომ კვირას განაცხადა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ალი აკბარ სალეჰისთან ერთად გამართულ პერს-კონფერენციაზე, ბუშერის ელექტროსადგურში თანამშრომლობა გაგრძელდება, ისევე როგორც თანამშრომლობა ბირთვული ენერგეტიკის სფეროში სხვა პროექტების განსავითარებლად. იუწყებიან ასევე, რომ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა იუკია ამანომ დღეს, ვენაში გამოსვლისას, ისევ გამოთქვა შეშფოთება ირანის ბირთვული პროგრამით. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანის სამოქალაქო ბირთვულმა პროგრამამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს თეირანს ბირთვული იარაღის შექმნაში.
XS
SM
MD
LG