Accessibility links

logo-print

საფრანგეთში ავარია მოხდა ატომურ სადგურზე


საფრანგეთში, სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ატომურ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად. საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, რადიაქტიური ნივთიერება არ გაჟონილა აფეთქებისას, რომელიც სამხრეთ საფრანგეთში მდებარე, მარკულის ატომურ ობიექტზე მოხდა. როგორც იუწყებიან, აფეთქება გამოიწვია ხანძარმა რადიაქტიური ნარჩენების საცავთან. მარკულის ობიექტი არის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც არ მოიცავს ბირთვულ რეაქტორებს.
XS
SM
MD
LG