Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში შეტაკებებმა, სულ ცოტა, 15 ადამიანი შეიწირა


ლიბიაში იერიში განხორციელა ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე ზღვისპირა ქალაქ რას ლანუფის მახლობლად, რის შედეგადაც, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიღუპა. იერიში მოაწყეს, სავარაუდოდ, მუამარ კადაფის მომხრეებმა და ნათელი არ არის, თავდამსხმელები დაიღუპნენ თუ კადაფის მოწინააღმდეგეები. კადაფის მოწინააღმდეგე სამხედროების განცხადებით, ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე მოეწყო ორი კოორდინირებული იერიში და ყველა დაღუპული - მოიერიშეების რიგებში იბრძოდა. თუმცა, საინფორმაციო სააგენტო როიტერსის მიერ უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ კადაფის მომხრეები დღეს თავს დაესხნენ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს რას ლანუფთან და მოკლეს 15 მცველი. ამავე წყაროს მონაცემებით, მოიერიშეებმა ზიანი ვერ მიაყენეს საწარმოს, დააზიანეს მხოლოდ ჭიშკარი. ასევე ლიბიასთან დაკავშირებული ცნობით, ნიგერის პრემიერ-მინისტრმა ბრიგი რაფინიმ განაცხადა, რომ ამ თვის დასაწყისიდან კადაფის უახლოესი გარემოცვის 32 წევრი, მათ შორის კადაფის ვაჟიშვილი საადი ჩავიდა ნიგერში.
XS
SM
MD
LG