Accessibility links

ნინო ბურჯანაძემ ბუნდესტაგის წევრებს „მწარე სიმართლე“ უამბო


დღეს „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა. ბურჯანაძის პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ოპოზიციის პრობლემებსა და მათ სამომავლო გეგმებს. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ასევე, დახმარების თხოვნით მიმართა გერმანულ მხარეს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება. ბურჯანაძის პარტიის მტკიცებით, შეხვედრაზე ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ევროპამ იცოდეს თუნდაც მწარე სიმართლე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „მწარე სიმართლე არის ის, რომ ქვეყანაში დღეს ნეობოლშევიზმია დამყარებული და ევროპაში გაჩნდა ახალი დიქტატორი სააკაშვილის სახით“.
XS
SM
MD
LG