Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერონი მოსკოვთან „რთული“ ურთიერთობის არსებობას ადასტურებს


დევიდ კამერონმა, რუსეთში თავისი პირველი ვიზიტის დროს, მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან და ვლადიმირ პუტინთან. ერთდღიანი ვიზიტი მიზნად ისახავდა ბრიტანეთ-რუსეთის ურთიერთობის განახლებას, რომელიც გაუარესდა 2006 წელს, ლონდონში კრემლის კრიტიკოსის ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგ. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გაიმეორა, რომ რუსეთი არ აპირებს დათანხმდეს ანდრე ლუგავოის გადაცემას ბრიტანეთისათვის, რომელიც ლიტვინენკოს მკვლელობაში კაგებეს ყოფილ აგენტს სდებს ბრალს. „ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ამათუიმ პრობლემაზე, მათ შორის ლიტვინენკოს საქმის გამოძიებას ჩვენ განსახვავებულად ვაფასებთ სწორედ სასამართლო სისტემებში არსებული სხვაობის გამო, მაგრამ ამანა ხელი არ უნდა შეუშალოს სხვა კონტაქტებს. თუ საჭირო გახდება, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, ცხადია ჩვენ ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე.“ დევიდ კამერონმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს ზეწოლას, რათა ლიტვინენკოს სავარაუდო მკვლელი სასამართლოს წინაშე წარსდგეს. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას. კამერონი რუსეთთან მეტი თანამშრომლობის მოწოდებით გამოვიდა, თუმცა დაადასტურა, რომ მოსკოვისა და ლონდონის ურთიერთობა ბოლო დრომდე რთული იყო. კრემლში შეხვედრაზე, ორმა ლიდერმა საქმიანი ურთიერთობის შესახებ რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის როლს-როისისა და რუსეთის სახელმწიფიო კომპანია როსატომის თანამშორმლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. რუსეთში ყოფნის დროს კამერონი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს, რომელსაც ოთხ წელზე მეტია არ შეხვედრია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თუ ბრიტანელი დიპლომატი. პუტინ-მედვედევთან შეხვედრის შუალედში, კამერონი რუსეთის წამყვან უფლებათადამცველებს შეხვდა.
XS
SM
MD
LG