Accessibility links

logo-print

კადაფის ვაჟი ნიგერში ჩავიდა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ნიგერი მუამარ კადაფის ერთ-ერთი ვაჟის დაპატიმრებას გეგმავს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ალ-საად კადაფი ნიგერის დედაქალაქისკენ მიჰყავთ. არსებული ინფორმაციით, ალ-საადი ნიგერში გასულ შაბათ-კვირას შევიდა. მისი ნიგერში ჩასვლა ამყარებს ვარაუდს, რომ მუამარ კადაფი, რომლის ადგილსამყოფელი კვლავაც უცნობია, საბოლოოდ ნიგერისკენ გაემართება.
XS
SM
MD
LG