Accessibility links

logo-print

აჰმადინეჟადი: გაათავისუფლებენ ირანში დაკავებულ ორ ამერიკელს


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა აშშ-ის ტელვიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ორ დღეში გაათავისუფლებენ ამერიკელებს, რომლებსაც გასულ თვეში რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე. ამერიკული ტელეკომპანია NBC-ი, რომელმაც ირანში ჩაწერა აჰმადინეჟადთან ინტერვიუ, სოციალურ ქსელ "ტვიტერით" გავრცელებულ ცნობაში იუწყება, რომ პრეზიდენტის თქმით, ორ დღეში გამოუშვებენ ამერიკელებს შეინ ბაუერსა და ჯოშ ფატალს. დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები კი ავრცელებენ ბაუერისა და ფატალის ადვოკატისაგან მიღებულ ცნობას, რომ ირანი გირაოს სახით მოითხოვს ნახევარ მილიონ დოლარს თითოეული მსჯავრდებულისაგან. ბაუერი და ფატალი 2009 წლის ივლისში დააკავეს ირან-ერაყის საზღვართან. ისინი აცხადებენ, რომ ერაყის მთებში მოგზაურობდნენ. მათთან ერთად დაკავებული ამერიკელი ქალი, სარა შაურდი 2010 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს ჰუმანიტარული მოსაზრებების გამო და გირაოს სახით ნახევარი მილიონი დოლარი გამოართვეს. აჰმადინეჟადის ინტერვიუს დღესვე, მოგვიანებით აჩვენებენ NBC-ის ეთერში.
XS
SM
MD
LG