Accessibility links

თალიბანი კისრულობს პასუხისმგებლობას ქაბულში მიმდინარე იერიშზე


ქაბულის ცენტრში დღეს რამდენიმე აფეთქებისა და სროლის ხმა გაისმა, რის შემდეგაც ჯერ კიდევ გრძელდება იერიში ავღანეთში შეერთებული შტატების საელჩოს მახლობლად. საქმე ეხება რაიონს, რომელშიც მდებარეობს რამდენიმე საელჩო და აისაფის (ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების) შტაბ-ბინა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. აისაფის პრესმდივანმა დაადასტურა ცნობა იერიშის შესახება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი ობიექტების წინააღმდეგ არის მიმართული იერიში.
XS
SM
MD
LG