Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ახალი ლიდერები „ზომიერ ისლამს“ ემხრობიან


ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი, მუსტაფა აბდელ ჯალილი პირობას დებს, რომ ახალი ხელისუფლება შექმნის „ზომიერ ისლამზე“ დაფუძნებულ სახელმწიფოს. ჯალილმა ეს განცხადება გააკეთა ორშაბათს საღამოს, ტრიპოლის ცენტრალურ მოედანზე ათიათასამდე მხარდამჭერის წინაშე გამოსვლისას. „ჩვენ მუსლიმი ერი ვართ, ზომიერი ისლამით და გვინდა, რომ ასე დარჩეს, რომ ჩვენს გერდით იდგეთ და მხარს გვიჭერდეთ. თქვენ ხართ ჩვენი იარაღი იმ ძალების წინააღმდეგ, ვინც ცდილობს რევოლუციის მიტაცებას მარჯვნიდან თუ მარცხნიდან“, განაცხადა ჯალილმა თავის პირველ გამოსვლაში მას შემდეგ, რაც ეროვნული გარდამავალი საბჭო ტრიპოლიში განთავსდა. დღესვე უფლებადამცავმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს ყოფილ ლიდერ მუამარ კადაფის რეჟიმს და აცხადებს, რომ შესაძლოა, ეროვნული გარდამავალი საბჭოს მებრძოლებსაც ჰქონდეთ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები. ახალი მთავრობა ცდილობს, აიღოს ბოლო რამდენიმე ქალაქი, რომელსაც კადაფის მომხრეები აკონტროლებენ. თვით კადაფის ადგილსამყოფელი უცნობი რჩება მაშინ, როცა მისი ოჯახის წევრებისა და მრჩევლების ნაწილმა ალჟირსა და ნიგერს მიაშურა.
XS
SM
MD
LG