Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუდრონიუს აჟუბალისი დღეს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა


საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყება ნათელს გახდის, რომელ მხარესაა საქართველო - სინგაპურის, თუ ბრიუსელის - ამის შესახებ განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ აუდრონიუს აჟუბალისმა, რომელიც დღეს თბილისში შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს. ლიტველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას საუბარი იყო ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციაზე. აჟუბალისის თქმით, ნატოს მომავალ, ჩიკაგოს სამიტზე საქართველო იმსახურებს ძლიერ სიგნალს ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასანანი უწოდა, რომ ეუთო საქართველოში მისიას ვერ ასრულებს და დასძინა, რომ დაგეგმილია დროებითი გადაწყვეტილების მიღება, რომლის საფუძველზეც ორგანიზაცია საქმიანობას ნაწილობრივ მაინც შეძლებს.
XS
SM
MD
LG