Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში კვლავ გაიფიცა ”ევრაზიანსტილსის” ასამდე თანამშრომელი


ქუთაისში კვლავ გაიფიცა ქართულ-ინდური კომპანია ”ევრაზიანსტილსის” კუთვნილი მეტალურგიული ქარხნის ასამდე თანამშრომელი, რამდენიმემ კი, შიმშილობა დაიწყო. სამსახურიდან პროფკავშირული საქმიანობისთვის დათხოვნილთა დაბრუნებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებით, დაახლოებით ორი კვირის წინ მუშებმა გამაფრთხილებელი გაფიცვა გამართეს, რასაც მათივე განცხადებით, საწარმოდან კიდევ რამდენიმე ადამიანის დათხოვნა მოჰყვა. პროფკავშირების წარმომადგენელთა ინფორმაციით, დღევანდელი საპროტესტო აქციის მოშიმშილე მონაწილეებს პოლიციამ კარავი დაუშალა და რამდენიმე ხნის შემდეგ დაზიანებული დაუბრუნა. სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, აქციას შეუერთდნენ მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნიც, რომელთა განცხადებით, საწარმოს მილი ფილტრის გარეშე მუშაობს და კვამლი მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
XS
SM
MD
LG