Accessibility links

logo-print

სირიაში პროტესტს იწვევს რუსეთის მიერ მმართველი რეჟიმის მხარდაჭერა


სირიის მმართველი რეჟიმის ოპონენტებმა დღეს გამართეს აქციები, რომლებზეც პროტესტი გამოთქვეს სირიის მთავრობისა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიმართ რუსეთის მხარდაჭერის გამო. „რისხვის დღეს", რომელიც სწორედ რუსეთის წინაღამდეგ იყო მიმართული, დემონსტრანტებმა ამ ქვეყნის დროშები დაწვეს ქალაქებში ჰომსსა და დარააში. მოსკოვი დაბრკოლებას უქმნის, ძირითადად, დასავლეთის ქვეყნების ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სანქციების დაწესება სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG