Accessibility links

logo-print

თბილისში თეატრალური ფესტივალი იხსნება


თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს გაიხსნება სპექტაკლით "ჯოჯოხეთური კომედია - სერიული მკვლელის აღსარებანი," რომელშიც მთავარ როლს ჰილივუდის ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ასრულებს. სპექტაკლსა და ზოგადად თეატრის მნიშვნელობაზე მალკოვიჩმა თბილისში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ქართული თეატრის და კინოს შესახებ მწირი ინფორმაცია აქვს. ჯონ მალკოვიჩი თბილისიდან სპექტაკლის შემდეგ, გამთენიისას გაემგზავრება, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კი 8 ოქტომბრამდე გასტანს და მასში საქართველოს გარდა მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, ლიტვის, სლოვენიის, სომხეთის, ირანის, ინდოეთისა და კორეის თეატრები.
XS
SM
MD
LG