Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანქვაბი რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას აპირებს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეულმა ალექსანდრ ანქვაბმა დაბადების დღე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს. მისალოც წერილში, რომელიც სააგენტო აფსნიპრესმა გაავრცელა, ანქვაბი აღნიშნავს, რომ მედვედევის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების აქტს რესპუბლიკის უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამავე წერილში ანქვაბი ადასტურებს, რომ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას აპირებს.
XS
SM
MD
LG