Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელი და „საკურორტო ქალაქი“ ანაკლია


ანაკლია
ანაკლია
ანაკლიაში სამშენებლო სამუშაოები ახლაც მიმდინარებს. შენდება სასტუმრო, რესტორანი, გასართობი მინიცენტრები და ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი „მშვიდობის ხიდი“, რომელიც საზეიმოდ 26 აგვისტოს გაიხსნა. 552-მეტრიანი საცალფეხო ხიდის ნაწილობრივ დემონტაჟი მშენებელმა კომპანიამ „კავკაზუს როუდ პროჯექტმა“ პირველ სექტემბერს დაიწყო და მისი რეკონსტრუქცია ახლაც მიმდინარეობს. კომპანიის წარმომადგენელი პირების მსგავსად კომენტარზე უარი თქვეს მშენებლობაზე დასქამებულმა მუშებმაც, რომლებიც პირად საუბარში არ მალავენ, რომ იცოდნენ, ხიდის დემონტაჟი გახსნიდან რამდენიმე დღეში დაიწყებოდა. სწორედ იმ დღეს ხიდის პროექტის მენეჯერმა შოთა ოდიშელიძემ ინტერნეტგამოცემა ”ლაივპრესს” განუცხადა, რომ დაიწყება ამჟამად არსებული ხის მასალის ჩანაცვლება, გერმანული ტექნოლოგიებით დამზადებული, ასევე ხის მასალით, რომლის საქართველოში ჩამოტანა მანამდე ვერ მოესწრო.
ნინო გერზმავა

ზღვის სანაპიროსთან მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის მიუხედავად, დასასვენებელ კომპლექსში „ოქროს საწმისი“ სტუმრების რაოდენობა არ იკლებს. სასტუმროს მმართველმა ნინო გერზმავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დამსვენებლების უმრავლესობა გერმანიის, იტალიისა და რუსეთის მოქალაქეა.

ნინო გერზმავა ამბობს, რომ ამჟამად დასასვენებელ კომპლექსში დასაქმებულია 80 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. მომავალი წლიდან მუშახელის რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავას მმართველი, რადგან, ახალ სეზონზე „ოქროს საწმისს“ მეტად მრავალფეროვანი სერვისი ექნება. ნინო გერზმავას თქმით, დაგეგმილია მატჩის ბიუროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა. იახტკლუბში კი მცურავი სცენის დამონტაჟება.
ანაკლიის ბულვარი

ანაკლიაში დასვენებას მომავალი წლისთვისაც ვგეგმავ, უთხრა რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ზღვის სანაპიროზე მეგობრებთან ერთად სეირნობდა.

სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები და ანაკლიის კურორტად გადაქცევა მოსწონთ ადგილობრივ მცხოვრებლებსაც. თუმცა არ მალავენ უკმაყოფილებასაც სოფლის ცენტრალური უბნიდან მოსალოდნელი გადასახლების გამო.

რაც შეეხება საკურორტო ქალაქად წოდებულ ანაკლიას, ინტერნეტგამოცემა ”ლაივპრესს” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ განუცხადა, რომ საკურორტო ქალაქის საკითხი პროექტის სახით არის და მისი დამუშავება მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG