Accessibility links

logo-print

საბერძნეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ევროზონის კრიზისზე იმსჯელეს


დღეს საბერძნეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ევროზონაში მზარდ დავალიანებასთან დაკავშირებული კრიზისის შესახებ გამართეს მოლაპარაკება. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გეორგიოს პაპანდრეუ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ვიდეოკონფერენციის გზით ესაუბრნენ ერთმანეთს. საბერძნეთის თანახმად, ითქვა, რომ საბერძნეთის ევროს ზონის განუყოფელი ნაწილია და რომ ხარჯების შემცირების დამატებითი ზომებით ქვეყანა შეძლებს თავისი საფინანსო მიზნების მიღწევას.
მანამდე რეიტინგების სააგენტო მუდისმა გამოაცხადა, რომ საფრანგეთის ორი წამყვანი ბანკის რეიტინგი ჩამოაქვეითა მათზე საბერძნეთის ფინანსური კრიზისის გავლენის გამო. დღესვე ევროკომიის თავმჯდომარემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმ გამოაცხადა, რომ ის მალე წარმოადგენს საერთო ევროპული ობლიგაცაების გამოშვების წინადადებებს. ეს ობლიგაციები ევროზონის ფინანსურად სუსტ ქვეყნებს კომერციულ ბაზარზე სესხის აღების საშუალებას მიცემს. გერმანია ობლიგაციების კატეგორიული წინააღმდეგია.
XS
SM
MD
LG