Accessibility links

logo-print

ბელორუსიის პრეზიდენტმა 11 პატიმარი შეიწყალა


ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ შეიწყალა კიდევ 11 დემონსტრანტი, რომლებიც საპატიმროში იყვნენ შარშან დეკემბერში არჩევნების შემდგომ არეულობაში მონაწილეობისთვის. პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, ნაბიჯი ჰუმანიტარული მოსაზრებით გადაიდგა. ლუკაშენკამ ადრე, ანალოგიური ბრალდებით ციხეში მყოფი 13 პირი შეიწყალა, მაგრამ საპატიმროში დარჩენილებს შორის არიან მისი მეტოქეები საპრეზიდენტო არჩევნებში, სამი პირი. შეწყალება მოჰყვა დასავლეთის სანქციებს მინსკის მიმართ.
XS
SM
MD
LG