Accessibility links

logo-print

ირანს ორი ამერიკელის განთავისუფლება არ გადაუწყვეტია


ირანმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის, გაუშვებენ თუ არა გირაოს სანაცვლოდ ორ ამერიკელს, რომლებიც ამ ქვეყანაში არიან დაპატიმრებული ჯაშუშობის ბრალდებით. მაგრამ პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა უფრო ადრე განაცხადა, რომ ორ დღეში გაათავისუფლებენ ამერიკელებს, რომლებსაც გასულ თვეში რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდებულების ადვოკატების თქმით, თითოეულს, შეინ ბაუერსა და ჯოშ ფატალს ნახევარი მილიონი დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. ბაუერი და ფატალი 2009 წლის ივლისში დააკავეს ირან-ერაყის საზღვართან. ისინი აცხადებენ, რომ ერაყის მთებში მოგზაურობდნენ. მათთან ერთად დაკავებული ამერიკელი ქალი, სარა შაურდი 2010 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე და გირაოს სახით ნახევარი მილიონი დოლარი გამოართვეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ ირანი მალე გაათავისუფლებს დაკავებულ ამერიკელებს.
XS
SM
MD
LG