Accessibility links

logo-print

ლიბიაში ჩავიდნენ ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერები


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ლიბიაში ჩავიდნენ ამ ქვეყნის ახალ ლიდერებთან მოსალაპარაკებლად. ორივე თავიდანვე აქტიურად ემხრობოდა ნატოს სამხედრო კამპანიას, რომელმაც ხელი შეუწყო მუამარ კადაფის 42-წლიანი მმართველობისათვის ბოლოს მოღებას. სარკოზისა და კამერონის ვიზიტის წინა დღეს ლიბიის ეროვნულმა გარდამავალმა საბჭომ განაცხადა, რომ მოსალოდნელია ბრძოლის გაგრძელება კადაფის მომხრეებთან, რომლებიც უარს ამბობენ იარაღის დაყრაზე. თვით კადაფის ადგილსამყოფელი კვლავაც უცნობი რჩება.
XS
SM
MD
LG