Accessibility links

logo-print

საქართველო „საშუალოდან დაღმავალ“ კატეგორიაშია თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ


საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინგლისის განყოფილებამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ასახავს 88 ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტების გამჭვირვალობის კვლევის შედეგებს. საქართველოს ადგილი მიუჩინეს „საშუალოდან დაღმავალ“ კატეგორიაში, მსოფლიოს კიდევ 24 ქვეყანასთან, მათ შორის აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ინდოეთთან და ვენესუელასთან ერთად. „საშუალოდან დაღმავალი“ არის ბოლოდან მეორე ჯგუფი სულ ხუთი კატეგორიიდან. “საერთაშორისო გამჭვირვალობა ინგლისის“ კვლევის მთავარ მიზანად სახელდება ქვეყნების მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იმის განსაზღვრა, თუ როგორ იცავენ ქვეყნები თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობის პრინციპებს. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ყველა ქვეყანა გარკეულწილად ასაიდუმლოებს დაზვერვაზე, მოწმეთა დაცვაზე და მსგავს ზომებზე დახარჯული სახსრების მოცულობას. თუმცა, ამ სახის „ინფორმაციის გასაიდუმლოება და დაცვა შეიძლება გამჭვირვალობასთან თავსებადი იყოს, თუ მთავრობები მართვის საღი პრინციპებით ისარგებლებენ და ამას ხელს შეუწყობს მძლავრი სამართლებრივი სისტემა“.
XS
SM
MD
LG