Accessibility links

პაკისტანში აფეთქებამ, სულ ცოტა, 10 ადამიანი შეიწირა


პაკისტანში, სულ ცოტა, 10 ადამიანი შეიწირა აფეთქებამ, რომელიც ადგილობრივი თემის უხუცესის დაკრძალვის ცერემონიაზე მოეწყო. დაჭრილია 15-მდე კაცი. ინციდენტი მოხდა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარე ქვემო დირის რაიონში, ავღანეთის საზღვართან. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. ექსტრემისტები ხშირად აწყობენ თავდასხმას ადგილობრივი თემების ლიდერებზე, ვინც უშიშროების ძალებს ემხრობა.
XS
SM
MD
LG