Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიის ბანკმა UBS-მა ორი მილარდი დოლარი დაკარგა


შვეიცარიის ბანკმა UBS-მა დღეს გამოაცხადა, რომ აღმოჩენილია ორი მილიარდი დოლარის დანაკარგი, რომელიც გამოიწვია ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ უნებართვოდ ჩატარებულმა საფინანსო ოპერაციებმა. ციურიხში დაფუძნებული ბანკი აღნიშნავს, რომ დანაკარგი არ მოახდენს რაიმე სახის გავლენას კლიენტების საბანკო ანგარიშებზე. UBS-ის ამ განცხადების შემდეგ, მისმა აქციებმა შვიდ პროცენტზე მეტი დაკარგა. იუწყებიან აგრეთვე, რომ ბრიტანეთის პოლიციამ გააკეთა განცხადება UBS-ის დაზარალებასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე, ლონდონში 31 წლის მამაკაცის დაპატიმრების შესახებ. 2008 წელს UBS-ს შვეიცარიის სახელმწიფოს ფინანსური დახმარება დასჭირდა საინვესტიციო სფეროში დიდ დანაკარგთან გასამკლავებლად. გასულ თვეში ბანკმა გამოაცხადა, რომ 3500 სამუშაო ადგილს გააუქმებს ხარჯების დასაზოგად.
XS
SM
MD
LG