Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში დაიწყო აფეთქებაში ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესი


მინსკში დაიწყო წელს, ბელორუსიის დედაქალაქში 11 აპრილს, მეტროში მოწყობილ აფეთქებაში ეჭვმიტანილი ორი პირის სასამართლო პროცესი. მთავარ ეჭვმიტანილს, 25 წლის დმიტრი კანავალოვს ბრალად ედება აფეთქების ორგანიზება, ასევე 25 წლის ვლად კავალიოვს კი ტერორიზმში თანამონაწილეობა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მათ სიკვდილით დასჯა ემუქრება. აფეთქების შედეგად დაიღუპა 15 და დაიჭრა 200-მდე ადამიანი. ორი მამაკაცი ასევე ეჭვმიტანილია უფრო ადრე მინსკსა და ვიტებსკში მოწყობილ რამდენიმე თავდასხმაში, რომელთა შედეგადაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა, მაგრამ არავინ დაღუპულა. ოფიციალური პირებს ჯერ არაფერი უთქვამთ ეჭვმიტანილთა შესაძლო მოტივებზე.
XS
SM
MD
LG