Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორგანიზაცია „გრინპისს“ 40 წელი შეუსრულდა


დღეს 40 წელი შეუსრულდა ავტორიტეტიან საერთაშორისო ბუნებისდამცველ ორგანიზაცია „გრინპისს“. ორგანიზაციას, რომლის შტაბბინაც ამსტერდამში მდებარეობს, ოფისები აქვს 40-ზე მეტ ქვეყანაში. „გრინპისის“ საქმიანობა დაიწყო ბირთვული იარაღის გამოცდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებით და დროთა განმავლობაში ფართო მასშტაბი შეიძინა: ის მიმართავს ზომებს ვეშაპების კომერციული მიზნით დახოცვის, ტოქსიკური ნარჩენების, კლიმატური ცვლილებების გამომწვევი და გარემოსათვის საზიანო სხვა ქმედებების წინააღმდეგ. „გრინპის ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელმა, სარა ჰოლდენმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ „გრინპისი“ იყო და დარჩება მოწინავე ხაზზე მსოფლიოში მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ცვლილებების განხორციელებისას.
XS
SM
MD
LG