Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპ დიმიტროვი: არასამთავრობო ორგანიზაციების ძალა დიალოგშია


ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დიალოგი იყო თემა ევროკავშირის ორგანიზებით თბილისში დღეს გამართული შეხვედრისა, რომელშიც ორივე სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა წინ უძღოდა ევროკავშირის ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტს, რომელიც 29 სექტემბერს ვარშავაში გაიხსნება. საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან პროფკავშირები, რომ გაფიცვები მოაწყონ და არც პოლიტიკური პარტიები, რომ მიტინგები გამართონ, ამიტომ მათი ძალა სწორედ დიალოგშია. დიმიტროვის თქმით, ზრდასრულმა ადამიანებმა დიალოგის უნარი უნდა გამოავლინონ და ეს ეხება როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე მთავრობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თორნიკე გორდაძის განცხადებით, ევროკავშირისათვის იდეალურია იმ ტიპის დემოკრატია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით იქმნება. თორნიკე გორდაძის თქმით, საქართველოში მოსაძებნია დიალოგის ეფექტური ხერხები.
XS
SM
MD
LG