Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილმა 26 მაისის აქციის დაშლის შესახებ ილაპარაკა უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში


საქართველოს პრეზიდენტი არ ნანობს, რომ 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის ბრძანება გასცა - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა უკრაინულ გამოცემა Сегодня-სთან ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან უცხოეთიდან დაფინანსებული პროვოკატორთა ჯგუფი, რომელსაც მხარს ელექტორატის 1%-იც კი არ უჭერს, ქუჩაში გავიდა და აცხადებდა, რომ დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღნიშვნას არ დაუშვებდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დემონსტრაციის დაშლისას არც ერთ პოლიციელს იარაღი არ ჰქონია. სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება მის ყოველ მსგავს მოქმედებას სწავლობს, რის შემდეგაც პოლიციელთა მომზადების დონეს ამაღლებს. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ წლევანდელი საპროტესტო აქციებისას სამართალდამცავები უფრო პროფესიონალურად მოქმედებდნენ, ვიდრე 2007 წელს და თუკი მსგავსი რამ მომავალ წელსაც მოხდება, პოლიცია კიდევ უფრო მეტ პროფესიონალიზმს გამოიჩენს.
XS
SM
MD
LG