Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის საწარმო „ჰერკულესთან“ გაფიცვისა და შიმშილობის აქციის მონაწილეები პოლიციამ დაააკავა


ქუთაისის საწარმო „ჰერკულესთან“ დღეს საღამოს პოლიციამ დააკავა შიმშილობის აქციისა და გაფიცვის მონაწილეები. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საქართველოს მეტალურგთა პროფკავშირების თავმჯდომარემ - თამაზ დოლაბერიძემ აცნობა. თამაზ დოლაბერიძის თქმით, საღამოს, დაახლოებით ათი საათისთვის ქარხანასთან მივიდა პოლიციის რამდენიმე ათეული მანქანა. მათ პლაკატები აახიეს ერთ-ერთი მოშიმშილის იქვე მდგომ მანქანას და პროფკავშირის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ მანქანას დავალიანება აქვს გადასახდელი ჯარიმების სახით და სადგომზე უნდა იქნეს გადაყვანილი. ამის შემდეგ დააპატიმრეს მანქანის პატრონი, გოჩა დარჯანია. მეტალურგთა პროფკავშირის თავმჯდომარის თქმით, პოლიციამ დააპატიმრა იქ მყოფი ოთხივე მოშიმშილე და ათი აქტივისტი. პოლიციას დაკავების მიზეზი არ განუმარტავს, არავისთვის მიუყენებია ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, პოლიციამ დააკავა ქარხნის ტერიტორიიდან შინ წასული პირები, დაახლოებით 30 ადამიანი. შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და საწარმოდან დათხოვნილი 17 თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენის მოითხოვნით 4 მეტალურგი მესამე დღეა შიმშილობდა.
XS
SM
MD
LG