Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰერკულესში“ გაფიცვა შეწყდა


ქუთაისის საწარმო „ჰერკულესთან“ გუშინ საღამოს დაკავებული გაფიცვისა და შიმშილობის აქციის მონაწილეები პოლიციამ გამთენიისას გაათავისუფლა და ქარხანაში მიიყვანა. გაფიცვა შეწყვეტილია და საწარმო დღეს დილიდან მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საქართველოს მეტალურგთა პროფკავშირების თავმჯდომარემ - თამაზ დოლაბერიძემ აცნობა. მისი თქმით, პროფკავშირები შემდგომი მოქმედების გზებზე დღეს იმსჯელებენ. შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და საწარმოდან დათხოვნილი 17 თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენის მოითხოვნით 4 მეტალურგი მესამე დღეა შიმშილობდა. გაფიცული იყო ქარხნის მუშათა უდიდესი ნაწილი.
XS
SM
MD
LG