Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში პოლიციელები განთავსდნენ საზღვრის სადავო პოსტებთან


კოსოვოს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ევროკავშირის სამართალდამცავი მისიის (EULEX-ის) და კოსოვოს ხელისუფლების წარმომადგენლები განთავსდნენ სერბიასთან საზღვრის ორ სადავო საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. კოსოვოს მმართველთა წინა მცდელობას, კონტროლი დაემყარებინათ ამ პუნქტებზე, არეულობა მოჰყვა. დაიღუპა კოსოვოელი პოლიციელი. ივლისში მომხდარი ამ დაპირისპირების შემდეგ, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს იცავენ ნატოს სარდლობით მოქმედი სამშვიდობო ძალები. ხუთშაბათს სერბებმა ჩაკეტეს სასაზღვრო ბლოკ-პოსტების მიმდებარე ქუჩები. დაძაბულობის მიუხედავად, დღეს გავრცელებულ ცნობებში არაფერია ნათქვამი რაიმე ინციდენტის შესახებ. სერბია უარს ამბობს კოსოვოს მიერ 2008 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
XS
SM
MD
LG