Accessibility links

პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი გადასცა მიხაილ არკადიევს


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ რუსი დირიჟორის მიხაილ არკადიევისთვის თბილისის კონსერვატორიაში კონცერტის შემდეგ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გადაცემის შესახებ. ადმინისტრაციის ცნობით, არკადიევმა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის, საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობისა და მუსიკალური კარიერის გაგრძელების თხოვნით, რამდენიმე კვირის წინ მიმართა. თავად არკადიევმა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” განუცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისგან საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება ერთგვარი საჩუქარი იყო. დირიჟორმა აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას არ აპირებს, მაგრამ შესაძლოა, საქართველოში დარჩეს, თუ სამსახურს შესთავაზებენ. მიხაილ არკადიევმა, რომელიც ვლადივოსტოკში ხელმძღვანელობდა წყნარი ოკეანის ორკესტრს, წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის კომპოზიტორთა კავშირის გაერთიანებას რუსეთის სახალხო ფრონტში, რის შემდეგაც მას კონტრაქტი შეუწყვიტეს.
XS
SM
MD
LG