Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საერთაშორისო გამჭვირვალობა”: თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველოს მონაცემები გაუარესდა


საქართველომ თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ ქვეყნების საშუალოდან დაღმავალ კატეგორიაში გადაინაცვლა - ამის შესახებ საუბარია ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბრიტანული ბიუროს გამოკვლევაში, რომელიც მსოფლიოს 88 ქვეყნის თავდაცვის სამინისტროთა ბიუჯეტებზე არსებული საჯარო ინფორმაციის შესწავლას ეფუძნება. გლობალური გამოკვლევის უმთავრესი მიზანია ქვეყნების მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იმის განსაზღვრა, თუ როგორ იცავენ ისინი თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობის პრინციპებს. ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბრიტანული ბიურო აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა გარკვეულწილად ასაიდუმლოებს დაზვერვის, მოწმეთა დაცვისა და სხვა მსგავსი აქტივობისთვის დახარჯული თანხის მოცულობას, თუმცა შესაძლებელია ამ სახის ინფორმაციის გასაიდუმლოების თავსებადობა გამჭვირვალობასთან, თუ მთავრობები მართვის საღი პრონციპებით ისარგებლებენ და ამას ხელს შეუწყობს მძლავრი სამართლებრივი სისტემა. გამოკვლევაში საქართველო ბოლოდან მეორე კატეგორიაშია ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა აზერბაიჯანი, ავღანეთი, ინდოეთი, მექსიკა, ნიკარაგუა და ბულგარეთი.
XS
SM
MD
LG