Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფიცულთა ძალით დაშლა უკანონობად შეაფასა საია-ს ქუთაისის ოფისმა


ქუთაისში გაფიცულთა ძალით დაშლის შესახებ სამართალდამცავებს რაიმე განმარტება ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ. მათი მოქმედება რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უკანონობად შეაფასა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა თამარ ფაჩულიამ. მისი განცხადებით, გაფიცულ მუშებთან პოლიციას არაფერი ესაქმებოდა. ფაჩულიას თქმით, აქციის დაკავებულ მონაწილეთა მიმართ საქმე აღძრული არ არის და ყველა მათგანი ამჟამად გათავისუფლებულია. ქართულ-ინდური კომპანია ”ევრაზიანსტილისის” კუთვნილი მეტალურგიული ქარხნის ასამდე მუშა სამსახურიდან პროფკავშირული საქმიანობისთვის დათხოვნილთა დაბრუნებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებით 13 სექტემბერს გაიფიცა, ოთხმა კი შიმშილობა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG