Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიიდან იუწყებიან კადაფის მომხრეებთან ინტენსიური ბრძოლების შესახებ


ლიბიიდან იუწყებიან ინტენსიურ ბრძოლებზე ორ ქალაქში, რომლებიც მიეკუთვნება ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის მომხრეების ხელში მყოფ ბოლო დასახლებებს. კადაფის მოწინააღმდეგეების ცნობით, ისინი რამდენიმე მხრიდან შეიჭრნენ ბანი ვალიდში, რომელიც ტრიპოლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 180-მდე კილომეტრში მდებარეობს. ბრძოლა მიმდინარეობს კადაფის მშობლიურ ქალაქ სურთშიც, ტრიპოლის აღმოსავლეთით, 450-მდე კილომეტრში. კადაფის წინააღმდეგ ამბოხების დაწყებიდან შვიდი თვის შემდეგ, ეროვნული გარდამავალი საბჭოს მომხრე მებრძოლები აკონტროლებენ ლიბიის უდიდეს ნაწილს. თვით კადაფის ადგილსამყოფელი უცნობი რჩება. ამასობაში, ტრიპოლის ესტუმრა თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელიც ტურნეს მართავს ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ ქვეყნებში და უკვე იმყოფებოდა ეგვიპტესა და ტუნისში. ერდოანის დღევანდელ ვიზიტს წინ უსწრებდა ლიბიაში ხუთშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინიტრ დევიდ კამერონის სტუმრობა.
XS
SM
MD
LG