Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოელი და უცხოელი სამართალდამცველები განთავსდნენ საზღვრის ორ სადავო ბლოკ-პოსტზე


კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის განცხადებით, კოსოვოს პოლიცია და მებაჟეები ევროკავშირის პოლიციელებთან ერთად განთავსდნენ ორ სადავო საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სერბიის საზღვართან. როგორც ჰაშიმ ტაჩიმ კოსოვოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა: „სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესი წარმატებით დაიწყო დღეს დილით. კოსოვოელი მებაჟეები და პოლიციელები, ევროკავშირის სამართალდამცავ მისიასთან და კოსოვოში ნატოს ჯართან ერთად განთავსდნენ ორივე სასაზღვრო ბლოკ-პოსტთან“. კოსოვოს ხელისუფალთა წინა მცდელობას, კონტროლი დაემყარებინათ ამ პუნქტებზე, არეულობა მოჰყვა. დაიღუპა კოსოვოელი პოლიციელი. ივლისში მომხდარი ამ დაპირისპირების შემდეგ, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს იცავენ ნატოს სარდლობით მოქმედი სამშვიდობო ძალები. ხუთშაბათს სერბებმა ჩაკეტეს სასაზღვრო ბლოკ-პოსტების მიმდებარე ქუჩები. სერბია უარს ამბობს კოსოვოს მიერ 2008 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
XS
SM
MD
LG